ექიმის პროფილი

ეკატერინე მაისურაძე

ეკატერინე მაისურაძე — დიპლომირებული ექიმი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი, 9 წლიანი პროფესიული გამოცდილებით.

ბიოგრაფია

ეკატერინემ დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი „ვიტა“, სამკურნალო ფაკულტეტი, სადაც მოიპოვა ზოგადი ექიმის კვალიფიკაცია. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მან გაიღრმავა ცოდნა დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით და დღეს პაციენტებს სთავაზობს ინდივიდუალურ, თანამედროვე მიდგომაზე დაფუძნებულ მომსახურებას.

სპეციალიზაციები

მისი მთავარი პრინციპია თითოეული პაციენტის კანის მდგომარეობის, საჭიროებებისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება. ეკატერინესთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური შედეგი, არამედ ჯანმრთელი კანი, უსაფრთხო პროცედურები და ბუნებრივი, ჰარმონიული ეფექტი. 9 წლიანი გამოცდილება, სამედიცინო განათლება და მუდმივი პროფესიული განვითარება ეკატერინეს საშუალებას აძლევს, თითოეულ პაციენტს კვალიფიციური და პასუხისმგებლიანი მიდგომა შესთავაზოს. ეკატერინე მაისურაძე — სილამაზე, რომელიც ჯანსაღი კანის საფუძველზე იქმნება.

სერტიფიკატები