პროცედურა

დერმაპენი / მიკრონიდლინგი

მიკრონემსოვანი თერაპია კოლაგენის სტიმულაციისთვის — პოსტაკნე ნაწიბურების შემცირება, კანის ტექსტურის გაუმჯობესება.

ფასი

399 ლარიდან

ხანგრძლივობა

40-60 წუთი

დერმაპენის მიკრონემსოვანი აპარატი კანის რეგენერაციისთვის

პროცედურის შესახებ

დერმაპენი კანის ზედაპირზე ქმნის კონტროლირებულ მიკროარხებს, რაც ააქტიურებს ორგანიზმის ბუნებრივ სარეგენერაციო პასუხს — კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულაციას

VELÈ-ში დერმაპენის პროცედურა ტარდება თანამედროვე აპარატურით, ერთჯერადი სტერილური კარტრიჯებით, საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

ჩვენებები

  • აკნეს შემდგომი ნაწიბურები
  • გაფართოებული ფორები
  • წვრილი ნაოჭები და ასაკობრივი ცვლილებები
  • არათანაბარი ტექსტურა და ტონი
  • პიგმენტაცია
  • მზით დაზიანებული კანი
  • კანის ელასტიკურობის შემცირება
  • სტრიები (შესაბამისი ჩვენებისას)

უკუჩვენებები

  • ორსულობა და ლაქტაცია
  • კანის აქტიური ინფექციური ან ანთებითი დაავადება
  • ჰერპესის აქტიური ფაზა
  • ღია ჭრილობები ზონაში
  • სისხლის კოაგულაციური დარღვევები
  • ინდივიდუალური სამედიცინო უკუჩვენებები

პროცედურის შემდეგ

  • ზონა სუფთა შეინახეთ — ნუ შეეხებით დაუბანელი ხელებით.
  • 5–7 დღის განმავლობაში მხოლოდ მსუბუქი, სუნნელის გარეშე პროდუქტები გამოიყენეთ.
  • მზის პირდაპირი ზემოქმედება 2 კვირის განმავლობაში აკრძალულია — SPF 50 აუცილებელია.
  • აგრსიული კოსმეტიკა (მჟავები, რეტინოლი, C ვიტამინი) 7–10 დღის განმავლობაში აკრძალულია.
  • საუნა, აუზი, ჭარბი ოფლიანობა 7–10 დღის განმავლობაში აკრძალულია.
  • მსუბუქი სიწითლე და მგრძნობელობა 24–72 საათში გაივლის.
  • დაიცავით ექიმის ინდივიდუალური მითითებები.